გაკვეთილის გეგმა


                         გაკვეთილის გეგმის შაბლონი
მასწავლებლის სახელი, გვარი: შორენა კაკაბაძე
საგანი : ბუნებისმეტყველება
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი, მე-3 ბ
მოსწავლეთა რაოდენობა: 24
გაკვეთილის თემა:   მოგზაურები და აღმოჩენები“
გაკვეთილის მიზანი: -მოსწავლეებს განუვითარდეთ კვლევის უნარ-ჩვევები. შეძლონ ფოტოსურათებით მოგზაურების, მათ მიერ გავლილი მარშრუტების ამოცნობა. იმოგზაურონ რუკის დახმარებით ცნობილი მოგზაურების კვაკდაკვალ.

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/ მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა, ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო ( წთ)
1.

საორგანიზაციო საკითხები-
გავარკვევ მოსწავლეთა დასწრებას. მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის თემასა და მიზანს. შევახსენებ კლასის ორგანიზების ფორმის (ჯგუფური) მუშაობის წესებს. გავაცნობ შეფასების სქემებს

ლექციური
მთელი კლასი
გაკვეთილის მიზნები და შეფასების რუბრიკებ
3 წთ
2
გამოწვევის ფაზა.
მოსწავლეებს დავუსვამ კითხვებს მასალის განმეორების მიზნით: თან ვუჩვენებ მათთვის წინასწარ შექმნილ პრეზენტაციას
როგორ წარმოედგინათ დედამიწა ძველად? (ინდოელებ, ბერძნებს...)
სინამდვილეში როგორი ფორმა აქვს დედამიწას?

 ვინ იყვნენ პირველი მოგზაურები?
 როგორ იკვლევდნენ გზას.
 ვინ იყვნენ ვიკინგები?
 რა მნიშვნელიბა ჰქონდა მარკო პოლოს მოგზაურობას?
 ვინ აღმოაჩინა ამერიკა და ავსტრალია?
 ვინ შეისწავლა ინდოეთი და აფრიკა?
რომელ საუკუნეებს ეწოდა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქა და რატომ?



გონებრივი იერიში
მთელი კლასი
სახელმძ    
ღვანელო. პროგრამა „power point”-ში შესრულებული სლაიდ შოუ

15 წთ
3
წვდომის ფაზა
მივმართავ მოსწავლეებს, რომ ინფრაწითელ დაფაზე ამოიცნონ მოგზაურების ფოტოსურათები და მათი მოგზაურობის მარშრუტები    

კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
ინფრაწითელი დაფა

პროგრამა learningapps.org-ში შექმნილი  ტესტები

5
4
გააზრების  ფაზა
 მივმართავ მოსწავლეებს, რომ განაწილდნენ ჯგუფებად (ჯგუფის წევრებს შევახსენებ ჯგუფში მუშაობის წესებს) ვაწესებთ დროის ლიმიტს და ვაძლევ ინსტრუქციას,
მოსწავლეებმა თეორიულ მასალაზე დაყრდნობით  ჯგუფებში უნდა შეასრულონ დავალება ,,ლაბირინთი“ (მოსწავლეებს დაწვრილებით გავაცნობ დავალების შინაარსს. თაბახის ფერად ფურცლებზე მოცემულია15 მართკუთხედი, რომლებშიც ჩაწერილია მტკიცებულებები. მოსწავლეები კითხულობენ პირველ კვადრატში ჩაწერილ მტკიცებულებას და თუ ის სწორად მიაჩნიათ, გაჰყვნენ „დიახ“ ისრის მიმართულებას. თუ მტკიცებულება მცდარად მიაჩნიათ, მაშინ „არა’’ ისრის მიმართულებით იმოძრაონ. მოსწავლეები ფურცლებზე წერენ იმ კვადრატთა ნომრებს, რომლებსაც ისინი გაივლიან. დავალება შესრულებული იქნება, თუ მივლენ მე- 15 მართკუთხედამდე. პასუხები სწორია თუ ლაბირინთში ასე იმოგზაურებენ:1,6,7,3,8,12,13,9,4,5,10,15.

ლექციური
ჯგუფებში მუშაობა
თაბახის ფურცლები

საწერი   კალამი

მარკერები

ლაბირინთი"

7
5
ჯგუფების პრეზენტაცია
განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ მივმართავ ჯგუფებს, დაიწყონ პრეზენტაცია... რა გააკეთეს  და როგორ გადაჭრეს პრობლემა

პრეზენტაზია
ჯგუფები
თაბახის ფურცლები,
დაფა, მაგნიტი,ინფრაწითელი დაფა.

5
6
შეფასება                                           შევაფასებ მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასებით

მთელი კლასი

3
7
მივცემ დავალებას--- დაწერონ თემა მათთვის საინტერესო მოგზაურზე (რით იყო ეს მოგზაური საინტერესო და დასამახსოვრებელი)


მთელი კლასი
რვეული
საწერი კალამი
სახელმძღვანელო
ბუნება მე-4 კლ. -მაია ბლიაძე, რუსუდან ახვლედიანი

2

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი:
სტანდარტი----
 ბუნ.IV.7.მოსწავლეს შეუძლია დედამიწის ფორმაზე მსჯელობა.

·           იყენებს დედამიწის სხვადასხვა გამოსახულებას,
·           ადარებს სხვადასხვა ხალხის ადრინდელ წარმოდგენებს დედამიწის ფორმის შესახებ;
·           აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას მოგზაურებზე მსჯელობს  ამმოგზაურების წვლილზე დედამიწის ფორმის შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბებაში;
·           მოსწავლე გამოიყენებს დედამიწის სხვადასხვა გამოსახულებას(რუკას და გლობუსს) მარშრუტების დასადგენად.
·           მსჯელებს მოგზაურების წვლილზე დედამიწის ფორმის შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბებაში;
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
·         საღი მსჟელობა და აღქმა
·         იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი     ფორმით;
·         ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;

 მოსწავლეებს შევაფასებ განმავითარებელი  შეფასების რუბრიკაზე დაყრდნობით. 
1.      რამდენად აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
2.      რამდენად თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან
მ    
   .   მსჯელობის უნარის შეფასების რუბრიკა






[1] წყარო: პარტნიორობა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებისთვის www.21stcenturyskills.org. მასალის გამოყენების უფლება მიღებულია.




No comments:

Post a Comment

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტრენინგი იყო, ვისწავლე პრეზენტაციის აწყობა ,,power point,, პროგრამის გამოყენებით. ანიმაციების აწყობა და გამოყენ...